geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ კუკავა
ფილოსოფოსი, ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1921

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1946-1948 წლებში მუშაობდა ქალაქ გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად; 1948-1952 წლებში ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად; 1952-1971 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1971-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის პროფესორი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან სრულყოფილად იცოდა ძველი ბერძნული ენა. 30-მდე წიგნის და უამრავი სტატიის ავტორია. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "პლატონის მოძღვრება იდეებზე და მისი კრიტიკა არისტოტელეს მიერ", 1965 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში". გარდაიცვალა 2007 წელს.

შრომები 

 

  • ამაღლებულის შესახებ. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1981. (თსუ, საუბარი ესთეთიკაზე).
  • ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა. (რედ. ლ. ჩინჩალაძე). თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004.
  • ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004.
  • ბერძნული ფილოსოფიის ისტორია (დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის) მე-2ე შესწ გამოც. თბ., განათლება. 1988.
  • ბერძნული ფილოსოფიის ისტორია. (სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის), წიგნი 1, თბ., 1972.
  • ეთიკა. (ვუძღვნი ძვირფასი ადამიანების- ანა კანდელაკის, დარია და გრიგოლ კუკავების- ნათელ ხსოვნას) თბ., (ა.ა.) 1998.
  • ესთეთიკა. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.
  • ესთეთიკა. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.
  • ეფრემ მცირის იამბიკოები, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988.
  • ვ.ლენინი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ. (თბ. 1970), (ცალკე ამონაბეჭდი საქ. სსრ მეცნ. აკად. „მაცნე“-დან N2).
  • იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობა თბ., „მეცნიერება“, 1971 (საქ. სსრ მეცნ. აკად.  ფილოსოფიის ინ-ტი).
  • იოანე პეტრიწის წიგნი „ათორ თვისა“/ „პროლოღია“ თბ., „საბჭ. საქართველო“, 1978.
  • ნარკვევები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1956.
  • ნიკოლოზ ტფილელის ეთიკური შეხედულებები. (თბ., 1971), ცალკე ამონაბეჭდი „მაცნე“ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია. 1971. N 2-დან.).
  • პლატონის „პარმენიდეს“ საკითხისათვის. (ცალკე ამონაბეჭდი  პუშკინის  სახ. თბილისის სახ. პედ. ინ-ტის შრომები ტ. VIII, 1950-დან.
  • სოლომონ დოდაშვილის მსოფმხედველობა. თბ., 1975. (საქ. სსრ. საზოგადოება, „ცოდნა“ სერია 4 ფილოსოფია, ათეიზმი 4).
  • სოლომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედველობა. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1955.
  • ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან. XVII-XIX პირველი ნახევარი სს. (დამხმარე სახელმძღვანელო) თბ., „განათლება“, 1967.
  • შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნული ფილოსოფიაში. (კლასიკური პერიოდი). თბ., „მეცნიერება“, 1965.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 05/03/2020